saqarTvelos uReltexilebi - bakxis uReltexili

კოორდინატები 43°00`06` ჩ. გ. 42°28`09` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2723 მ
ქედი ბაკხილდის ქედი

 

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედის ჩრდილოეთ-დასავლეთ განშტოების - ბაკხილის (ბაკხილდაღის) ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2723 მ. გადასასვლელი ენგურის ხეობიდან ლაჰლას ხეობაში. ბაკხის მიდამოები აგებულია ტრიასული და ზედაპალეოზოური ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და კონგლომერატებით. კალთები დაფარულია სუბალპური და ალპური მდელოებით.